1. პროექტის სახელი: სტატისტიკური ანალიზი
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების (სემესტრული, წლიური)სტატისტიკური ანალიზი.
3. პროექტის სრული აღწერა: მონაცემთა აკადემიური მოსწრების (სემესტრული, წლიური) სტატისტიკური ანალიზი დაეხმარება მოსწავლეებს, კლასის დამრიგებლებს, სკოლის ხელმძღვანელობას, იმსჯელოს კლასის აკადემიური მოსწრების შესახებ.
ყოველი ტრიმესტრის (სასწავლო წლის) ბოლოს უნდა მოხდეს თვითოეული მოსწავლის
საბოლოო ნიშნის გამოყვანა, დაითვალოს ერთნაირ ნიშანთა რაოდენობა(ნიშანთა სიხშირე)
და მოხდეს მათი განთავსება ცხრილში.ამავე ცხრილში მოთავსდეს ნიშნთა პროცენტული
მაჩვენებელი.
ცხრილში განთავსებული მონაცემების საშუალებით უნდა აიგოს შესაბამისი ჰისტოგრამა და წრიული დიაგრამა.გარდა ამისა განისაზღვროს ნიშანთა საშუალო და მოდა.
ყოველივე ზემოთ განსაზღვრული სიდიდეები ,ჰისტოგრამა და წრიული დიაგრამა
საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს, იმსჯელოს თვითოეული მოსწავლის და მთლიანად კლასის საერთო აკადემიური მოსწრების შესახებ, შეაფასონ მიღწევები და ნაკლოვანებების მიხედვით განსაზღვრონ შემდგომი სამუშაო გეგმა.
4. მონაწილეთა ასაკი: 16–18 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი და მეტი სასწავლო წელი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის დროს მოსწავლეები სწავლობენ მონაცემთა მოპოვებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გამოტანას.
7. მოსალოდნელი შედეგები:საკითხის შესწავლა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რომ
დაამუშავონ ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი,შესაბამისად განათავსონ ცხრილში
და შემდგომ გამოიყენონ საჭიროებისამებრ.
8. სამუშო ენა: ქართული
9. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: მათემატიკა,ხაზვა,
ქართული,ისტი.
10. პროექტის ავტორი: ნანული კვერაშვილი.
11. ავტორის ელფოსტა:nanakvera23@gmail.com
Saturday, May 1, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)